რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ფინელ გულშემატკივრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ფინეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების დაახლოებით 100 გულშემატკივარს, რომლებიც თავიანთი გუნდის თამაშებს რუსეთში ესწრებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამშობლოში დაბრუნებულ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ დაიტესტონ.
“მნიშვნელოვანია ყველა დაიტესტოს,” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.
საბაჟოზე გულშემატკივრების ტესტირებისას 86 ფინეთის მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გულშემატკივრების დიდი რაოდენობის გამო 800 ადამიანის დატესტვა ვერ მოხერხდა.
რუსეთში დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე ხუთშაბათს კორონავირუსით ინფიცირების 20 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 568 ადამიანი გარდაიცვალა.
ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ინფიცირების რიცხვი ფინეთზე 20-ჯერ მეტია.