რუსეთის მშპ-ში ნავთობისა და გაზის წილმა 15.2% შეადგინა
2020 წლის მონაცემებით ნავთობისა და გაზის სექტორის წილმა რუსეთის მშპ-ში 15.2% შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია, 2019 წელს ამ სექტორების ჯამურმა წილმა 19.2% შეადგინა.
2020 წლის მიმდინარე ფასებში რუსეთის მშპ-მ 107 ტრილიონი რუბლი შეადგინა, აქედან 16.3 ტრილიონი რუბლი ნავთობისა და გაზის სექტორზე მოდის.
უნდა ითქვას რომ რუსეთის ეკონომიკისთვის ამ ორი სექტორის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, პირველად მოხდა მათი ჯამური წილის გამოთვლა ქვეყნის მშპ-ში.
სხვადასხვა მსხვილი სანავთობო ქვეყნების ფონზე 15-20% საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს - მაგალითად აშშ-ში ამ სექტორების წილი 8%-ს შეადგენს, საუდის არაბეთში 50%-ს, ნორვეგიაში 14%-ს, ყაზახეთში 13%-ს, კანადაში 10%-ს, გაერთიანებულ არაბულ საემიროებში კი 30%-ს.