რუსეთი აგრესიულად ცდილობს ევროპაში ჯაშუშური ქსელის აღდგენას - Politico

რუსეთი აგრესიულად ცდილობს თავისი საერთაშორისო ჯაშუშური ქსელები აღადგინოს. ამის შესახებ Politico წერს.

ეს პროცესი ევროპაში დიპლომატიური ნიღბის ქვეშ მოქმედი რუსეთის დაზვერვის ოფიცრების მასობრივი გაძევების შემდეგ დაიწყო.

გასული წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროპა 400-ზე მეტ რუს ე.წ. არადეკლარირებულ დაზვერვის ოფიცერს დაატოვებინეს.

ფინეთის უშიშროების სადაზვერვო სამსახურის (SUPO) დირექტორის, ანტი პელტარის თქმით, რუსეთს მოუწევს მოძებნოს გზები დაზვერვის პერსონალის დეფიციტის შესავსებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფარული ოპერაციების სხვა ფორმების ზრდა.

ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა, დარიუს იაუნიშკისმა Politico-ს განუცხადა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს კიბერთავდასხმებს, არატრადიციულ საფარში მოქმედებას და ონლაინ ოპერაციებს.

იაუნიშკისმა აღნიშნა, რომ ევროპის კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსული დაზვერვის მთავარი სამიზნეა, რადგან ის ცდილობს დააკვირდეს დასავლური "იარაღის წარმოებასა და უკრაინისთვის მიწოდებას." მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელორუსში ლიეტუვის მოქალაქეების გადაბირებას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები