რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ოკუპირებულ უკრაინაში სამუშაო ადგილებს ჰპირდება
რუსეთის არმიის მიერ განადგურებული უკრაინის ქალაქების აღსადგენად შესაძლოა ჩრდილოეთ კორეიდან მუშები ჩამოიყვანონ. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ მაცეგორამ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, "მაღალკვალიფიციური, შრომისმოყვარე" კორეელი მშენებლები ძალიან სერიოზულად "დაეხმარებიან" რუსებს იმ გეგმების განხორციელებაში, რომელიც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ.
მაცეგორამ ასევე თქვა, რომ ფხენიანი "უკიდურესად არის დაინტერესებული" უკრაინულ საწარმოებში მისი სამრეწველო აღჭურვილობისთვის სათადარიგო ნაწილების წარმოებით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.
ამავე დროს, ელჩმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული "რესპუბლიკების" აღიარება არ არის თანამშრომლობის ასეთი პერსპექტივის პირობა.
"[ჩრდილოეთ კორეელები] გაეროში ჩვენს სასარგებლოდ ყოველი ხმის მიცემის შემდეგ თანხას არ გვთხოვენ," - დასძინა მან.