რუსეთი ევრაზიულ კავშირში ხორბლის, ჭვავის და ქერის ექსპორტს აჩერებს
რუსეთი მის მიერ დაარსებულ ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში ხორბლის, ქერის, ჭვავის და სიმინდის ექსპორტს აჩერებს. შეზღუდვა ვადაში იქნება მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე, მისი მიზანი კი შიდა ბაზრის ფასის მერყეობისგან დაცვაა.
უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე, ეკონომისტები მთელ მსოფლიოში მარცვლეულის შესაძლო დეფიციტს და ფასების ზრდას ვარაუდობენ.
უკრაინა და რუსეთი ხორბლის უმსხვილესი მწარმოებლები არიან.
რუსეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შედიან: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი.
ამავდროულად, რუსეთმა იმავე ვადით აკრძალა შაქრის ექსპორტი მესამე ქვეყნებში, თუმცა რუსეთის სოფლის მეურნეობის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მზად არის გამონაკლისები დაუშვას ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.