რუსეთი იაპონიასთან სადავო კურილის კუნძულებზე სამხედრო წვრთნებს ატარებს
რუსეთი იაპონიასთან სადავო კურილის კუნძულებზე სამხედრო წვრთნებს ატარებს.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში არ დაუსახელებიათ თუ კონკრეტულად რომელ კუნძულებზე ტარდება სამხედრო მანევრები, თუმცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ საუბარია იმ კუნძულებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს ჰქონდა ოკუპირებული.
არსებული ინფორმაციით, სწავლებებში 3 000-მდე რუსი სამხედრო მონაწილეობს და ისინი ამუშავებენ სცენარებს, რომელშიც მატ უნდა აღკვეთონ საზღვა დესანტის გადმოსხმა.
7 მარტს იაპონიის პრემიერმა განაცხადა, რომ კურილის არქიპელაგის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ოთხი კუნძული იაპონიას ეკუთვნის. მოგვიანებით იაპონია, ასევე შეურთდა რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებს.
სანქციებზე საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ წყევეტენ იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის პროცესს.