რუსეთი სამხედრო საკონტრაქო სამსახურისთვის ასაკობრივ ზღვარს ხსნის

25 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთბაშად სამი მოსმენით მიიღო კანონი No127141-8, რომლითაც გააუქმა სამხედრო სამსახურში პირველი ხელშეკრულების დადების ასაკობრივი ზღვარი.  

კანონის მიღებამდე პირველ კონტრაქტზე რუსებისთვის ზღვარი 18-40 წელი იყო, უცხოელებისთვის - 18-30. დამტკიცებული კანონი კი მთლიანად ხსნის ზედა ზღვარს.

კანონის ავტორები სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ანდრეი კარტაპოლოვი და მისი პირველი მოადგილე ანდრეი კრასოვი არიან. კარტაპოლოვი 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტამდე სირიაში რუსული ჯარებს მეთაურობდა. ხოლო კრასოვმა რუსეთის გმირის წოდება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში მონაწილეობისთვის მიიღო, წერს კომერსანტი.

მათ აღნიშნეს, რომ ასაკობრივი შეზღუდვის გაუქმება ხელს შეუწყობს ჯარში მეტი პროფესიონალის მოზიდვას, რომლებიც "40-45 წლის ასაკში მიიღებენ მაღალსიზუსტის იარაღთან მუშაობის აუცილებელ გამოცდილებას".

 

მსგავსი სიახლეები