რუსეთი, სავარაუდოდ, ახალ შეტევას საბრძოლო ძალის ნაკლებობით დაიწყებს - ISW
რუსეთის სამხედრო სარდლობა შესაძლოა ჩქარობს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანიც დონეცკის რეგიონის არარეალურ ვადებში და ამ ამოცანისთვის საკმარისი საბრძოლო ძალის გარეშე ოკუპაცია არის. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 7 თებერვალს, ოპერატიულ ანალიზში წერს.
ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ოკუპანტების წინსვლის ნელი ტემპი აქვთ და ამას რუსეთის ფედერაციაში საბრძოლო მასალის ნაკლებობითა და წარმატებული და სწრაფი შეტევისთვის აუცილებელი მანევრირებადი დანაყოფების ნაკლებობით ხსნის.
ანალიტიკოსებმა დასძინეს, რომ გაზაფხული ახლოვდება, რაც ხელს არ უწყობს მობილურ ომს, არასათანადო ამინდის გამო.
ISW მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა განავითაროს ისეთი საბრძოლო დაჯგუფება, რომელიც აუცილებელია ომის შედეგზე მნიშვნელოვანი ზეგავლენისთვის, მაშინ როცა სამხედრო მეთაურები ისევ ითხოვენ არარეალურ და ფართომასშტაბიან წინსვლას.
"რუსეთის ხელმძღვანელობა კვლავ გეგმავს გადამწყვეტ შეტევას, რომელიც ეფუძნება მცდარ ვარაუდებს მისი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ და არ გააჩნია საბრძოლო ძალა, რომელიც აუცილებელია ერთზე მეტი ძირითადი შეტევითი ოპერაციის მხარდასაჭერად." - აღნიშნავს ISW.
ISW-ის ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ რუსულ ნაციონალისტურ საინფორმაციო სივრცეში გრძელდება შეშფოთების გამოხატვა რუსეთის უუნარობაზე, განახორციელოს სწრაფი და მრავალმხრივი გადამწყვეტი შეტევა უახლოეს მომავალში.