რუსეთიდან ნიდერლანდელი ჟურნალისტი გააძევეს

 

რუსეთიდან ნიდერლანდური გამოცემა Volkskrant-ის ჟურნალისტი ტომ ვენიკი გააძევეს. სამართალდამცავების თქმით, მიზეზი "ადმინისტრაციული კანონდაღვევებია."

ვენიკი ორშაბათს თავისი აკრედიტაციის განახლებას ცდილობდა, თუმცა მას უთხრეს, რომ რუსეთი 3 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ "ჟურნალისტის ქვეყნიდან ძალით გაძევება დაუშვებელია."

რუსეთის პოლიციამ ვენიკს 2019 და 2020 წლებში ჩადენილ "კანონდარღვევებზე" მიუთითა. ერთხელ ის მოსკოვში საჭირო ვადების დარღვევით საცხვორებელი მისამართის რეგისტრაციისთვის დაჯამდა, მეორედ კი ჩუკოტკის ავტონომიურ რესბუბლიკაში გუბერნატორის ნებართვის გარეშე ჩასვლისთვის.

აგვისტოში რუსეთიდან BBC-ის კორესპონდენტი სარა რეინსფორდიც გააძევეს. 

ვენიკის გაძევებით რუსეთსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ნიდერლანდებში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ შულგინმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა "კარგისგან ძალიან შორს არის."

  

მსგავსი სიახლეები