რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ სამშობლოში 2.7 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის 100 დღის განმავლობაში დაახლოებით 2.7 მილიონი ადამიანი შევიდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური Telegram-ზე იტყობინება.
24 თებერვლიდან მესაზღვრეებმა 8.3 მილიონზე მეტი ადამიანის საზღვრის კვეთა დააფიქსირეს ორივე მიმართულებით. აქედან თითქმის 5.2-მა მილიონმა ადამიანი დატოვა ქვეყანა და 2.7 მილიონი უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა.
კერძოდ, 2 ივნისს უკრაინა 35 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, იტყობინება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური. ამავდროულად, ქვეყანაში 37 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, საიდანაც 33 000-ზე მეტი უკრაინელი იყო. ასევე, ქვეყნის დასავლეთ საზღვრები 19 ათასამდე მანქანამ გადაკვეთა.
გარდა ამისა, საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა 158-მა სატვირთო მანქანამ გაიარა.