რუსეთის დუმამ "ვაგნერის" მებრძოლებს "ვეტერანის" სტატუსი მისცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც "ვაგნერის" მებრძოლებს საშუალებას მისცემს მიიღონ "საბრძოლო ოპერაციების" ვეტერანის და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის" სტატუსი. ამის შესახებ Meduza წერს.

20 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ეს კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

დოკუმენტი ეხება "პირებს, რომლებმაც დადეს კონტრაქტი (რომლებსაც ჰქონდათ სხვა სამართლებრივი ურთიერთობა) ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას."

ასევე, საომარი მოქმედებების ვეტერანის და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის" სტატუსის მიღება შეუძლიათ ბოევიკებს, რომლებიც 2014 წლის 11 მაისიდან იმყოფებოდნენ ე.წ. "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" შეიარაღებულ ფორმირებებში.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელიც მიღებული კანონის ავტორთა შორის იყო, განაცხადა, რომ ყველას, ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლით "იცავს" თანაბარი სტატუსი უნდა ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები