რუსეთის გარეშე - უკრაინის მოკავშირეები მშვიდობის გლობალურ კონფერენციას გეგმავენ

უკრაინა და მოკავშირე სახელმწიფოები უახლოეს მომავალში მშვიდობის გლობალური კონფრენეციის ორგანიზებას გეგმავენ, რომელსაც უმეტესად ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნების ლიდერებისთვის იქნება განკუთვნილი. 

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal წერს

გაზეთის ცნობით, ამგვარი კონფერენცია საჭირო იქნება იმ ქვეყნების მისამხრობად, რომელთა ლიდერების სკეპტიკურად არიან განწყობილნი უკრაინის მიმართ. საუბარია ინდოეთზე, საუდის არაბეთზე, ბრაზილიასა და ჩინეთი. 

გაზეთის ცნობით, ამგვარი კონფერენციის იდეა პირველად ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის დროს, მიმდინარე წლის თებერვალში გაჩნდა. იმ დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობდა უკრაინელი კოლეგის დარწმუნებას, რომ ადრე თუ გვიან რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე უნდა დაფიქრებულიყო. 

ამგვარად მოსალოდნელია, რომ უკრაინის მიერ წარდგენილი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა იმგვარად შეიცვალოს, რომ უფრო მისაღები გახდეს სკეპტიკური განწყობილი ქვეყნებისთვის. 

ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ კონფერენციას დაესწრება ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, მოჰამად ბინ სალმანი და ბრაზილიის პრეზიდენტი. ორგანიზატორები ეჭვით უყურებენ სი ძინფინგის მონაწილეობის შანსებზე. 

კონტექსტი 

სწორედ გლობალური სამხრეთის ქვეყნებისკენ იყო მიმართული უკრაინის დიპლომატიური ძალისხმევა ბოლო თვეებში - ცოტა ხნის წინ დიდი შვიდეულის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის პრემიერს შეხვდა. იმავე დღეებში ზელენსკი მოულოდნელად დაესწრო არაბული ლიგის სამიტს საუდის არაბეთში. 

მანამდე ცოტა ხნით აფრიკულ ტურში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. გარდა ამისა გასულ თვეში უკრაინამ უმასპინძლა ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს და ბრაზილიის პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო საკითხებში. 

"რუსების გარდა ყველას მივესალმებით",- ამბობს კონფერენციის ორგანიზებაში ჩართული ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი. 

ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა კონფერენციის ჩატარების ადგილად მოკავშირეებს პარიზი შეთავაზა. ცნობილია, რომ მასპინძლობის სურვილი გამოთქვა დანიამ და შვედეთმაც. 

მსგავსი სიახლეები