ზელენსკი: რუსეთის ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება - წინ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა. ზელენსკის თქმით, დიდი ომის დასაწყებად რუსეთმა შესაძლოა ნებისმიერი პროვოკაცია გამოიყენონ.
"რუსეთ-უკრაინის საზღვრის 2 000 კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ თქვენი თითქმის 200 ათასი ჯარისკაცი დგას. თქვენმა ხელმძღვანელობამ მისცა მათ ბრძანება გადადგან ნაბიჯი წინ. და ეს ნაბიჯი შესაძლოა გახდეს დიდი ომის დასაწყისი ევროპის კონტინენტზე".- ასე მიმართა ზელენსკიმ რუსეთის მოსახლეობა.
მასალა განახლებადია.