რუსეთის მორიგი საჰაერო იერიში უკრაინის წინააღდეგ

25 მარტს, დილის 10:30-ზე, კიევის მიმართულებით, ანექსირებული ყირიმიდან რუსეთმა 2 რაკეტა გაისროლა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით, ორივე მათგანი „Patriot“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემამ მოიგერია. საჰაერო ძალების ხელმძღვანლის, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშუკის განცხადებით, ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრები კიევის რამდენიმე უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ათამდე ადამიანი დაშავდა, დაზიანდა რამდენიმე შენობა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთმა, კიევის წინააღდეგ, ჰიბერბგერითი ფრთოსანი რაკეტა ისროლა. „ბოლო 5 დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღდეგ ასობით რაკეტა და კამიკაძე-დრონი გამოიყენა“ - დაამატა მან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც, რუსეთმა „Zicron“-ის ტიპის ჰიპერბგერითი ფთოსანი რაკეტა გამოიყენა. სხვადასხვა ინფორმაციით, სამიზნეს კიევში განლაგებული „Patriot”-ები წარმოადგენდა.

25 მარტის საჰაერო თავდასხმა ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში არსებულ ენერგეტიკული ინფრასქტუქტურაზეც განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლება 11 დაჭრილის შესახებ იუწყება.

რუსეთმა, უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვის მიზნით, თავდაპირველად რადარსაწინააღდეგო რაკეტა გამოიყენეს, რასაც შავი ზღვის აკვატორიიდან კამიკაძე- დრონების გაშვება დაემატა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, ნიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით გაშვებული 9 დრონიდან - 8 მოიგერიეს. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თავზე ჩამოგდებული დრონების ნამსხვრებმა ხანძარი გამოიწვია, რამაც, ოდესის დენით მომარაგების პრობლემა შექმნა.

კონტექსტი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღდეგ 190 ერთეული სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 140 კამიკაძე-დრონი გამოიყენა. საჰაერო იერიშების სამიზნეებს უკრაინის კრიტიკული ინფრასქტუქტურა და საჰაერო თავდაცვის სისტემები წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები