რუსეთის პროკურატურა უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ დახურვას ითხოვს

 

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის მოთხოვნით მიმართა.

პროკურატურის მტკიცებით, „საერთაშორისო მემორიალმა“, რომელიც „უცხოეთის ჯაშუშადაა“ გამოცხადებული, კანონმდებლობა არაერთხელ დაარღვია.

დამოუკიდებელ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი უფლებადამცველი ორგანიზაცია 2016 წელს  „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანეს, რაც სხვადასხვა სამართლებრივ შეზღუდვის დაწესების საფუძველი გახდა.

„უცხოეთის აგენტების შესახებ რუსეთის კანონმდებლობა უსამართლოა და მიზნად სამოქალაქო საზოგადოების მარწუხებში მოქცევას ისახავს. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - ნათქვამია „მემორიალის“ განცხადებაში.

„საერთაშორისო მემორიალთან“ აფილირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია - „მემორიალის უფლებათა დაცვის ცენტრი“ – „ჯაშუშების“ სიაში 2015 წლიდან ირიცხება.

 


„მემორიალის“ ქსელში სულ 60-მდე უფლებადამცველი ჯგუფია გაერთიანებული, რომლებიც მთელს რუსეთს ფარავენ.

„მემორიალი“, როგორც უფლებადამცველების მოძრაობა, 1980-იან წლებში, „პერესტროიკის“ ხანაში დაფუძნდა.

მსგავსი სიახლეები