რუსეთის საფრთხის წინაშე ერთიანები ვართ - ბაიდენის და შოლცის შეხვედრა დასრულდა

 

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტი დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა განხილულ საკითხებზე და რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე ისაუბრეს. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებულ კრიზისში გერმანია და აშშ ფეხდაფეხ მიდიან.

"ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ევროპაში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და ასევე ჩინეთისგან მომავალი საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის",- განაცხადა ბაიდენმა. 

თავის მხრივ კანცლერმა შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გერმანია და აშშ უახლოესი მოკავშირეები არიან და ინტენსიურად მუშაობენ ერთად:

"როდესაც საუბარი სხვადასხვა კრიზისზე რეაგირებაზე ჩვენ ვმოქმედებთ ერთიანად, სწრაფად და მკაფიოდ."

 

მსგავსი სიახლეები