რუსეთის სარაკეტო იერიშს ოდესაზე სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

29 აპრილს, რუსეთმა, ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც, 5 ადამიანი ემსპხვერვპლა, დაშავდა 32.

ამის შესახებ, ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი, თავის ტელეგრამ არხზე იტყობინება.

სარაკეტო იერიშის შედეგად, ხანძარი, ყოფილი დეპუტატის, სერგეი კივალოვის სახლშიც გაჩნდა, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კუთვნილებას წარმოადგენს. დაჭრილია თავად კივალოვიც. აღსანიშნავია, რომ სერგეი კივალოვი რუსული ენის დაცვის კანონის თანაავტორი და იანუკოვიჩის ყოფილი მხარდამჭერი იყო. ამჟამად, იგი ოდესის იურიდიულ აკადემიას ხელმძღვანელობს.

თავდაპირველად, ოდესაზე სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 ადამიანის დაღუპვაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

„სამწუხაროდ, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში გარდაიცვალა სარაკეტო დარტყმის შედეგად მძიმედ დაშავებული ადამიანი“.

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, 30 აპრილი, ოდესაში, გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მსგავსი სიახლეები