რუსეთის სარაკეტო სპეციალისტები ისრაელზე სარაკეტო დარტყმებს დროს თეირანში იყვნენ

რუსეთის სარაკეტო ჯარების რამდენიმე მაღალჩინოსანი გასულ წელს ირანში იმყოფებოდა - რუსი სპეციალისტების ვიზიტი დროსი თეირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ემთხვევა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

საუბარია 7 სპეციალისტისგან შემდგარ ჯგუფზე, რომლებიც თეირანში ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული მასირებულ სარაკეტო თავდასხმამდე, ცოტა ხნით ადრე 17 სექტემბერს ჩაფრინდნენ. 5 მათგანი ირანში იმყოფებოდა თეირანსა და თელ-ავივს შორს კონფლიქტის გამწვევების წინა ფაზის დროს, 2024 წლის აპრილში. 

ამ ადამიანების პასპორტის ნომრები ემთხვევა რუსეთის სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის გაცემული პასპორტების სანომრე ნიშნებს. აღნიშნული სანომრე ნიშნებიანი პასპორტები აქვთ რუს სამხედროებს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თეირანში გაფრენილი რუსი სპეციალისტები სამხედრო მაღალჩინოსნები არიან. მათ შორის არიან: დენის კალკო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სამხედრო აკადემიის თანამშრომელი, ვადიმ მალოვი, საზენიტო-სარაკეტო ჯარების სამხედრო მოსამსახურე, ანდრეი გუსევი, პენზის საარტილერიო სასწავლებლის კათედრის მოადგილე, მარატ ხუსაინოვი, სარაკეტო პოლიგონ კაპუსტინ იარის თანამშრომელი, ალექსანდრ ანტონოვი თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს თანამშრომელი. 

სექტემბრის მოგზაურობაში ჯგუფს კიდევ 2 მაღალი რანგის სპეციალისტი შეუერთდა. 

Reuters-ის ირანული წყაროს ცნობით, რუსმა სპეციალისტებმა მოინახულეს ირანის სარაკეტო წარმოებები და სარაკეტო ბაზა კასპიის ზღვის სანაპიროზე. 

კონტექსტი 

რუსი სამხედრო სპეციალისტების ვიზიტები ირანსა და ისრაელს შორის გამწვავებულ სამხედრო კონფრონტაციას ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც ისრაელის ავიაციამ ირანის განკარგულებაში არსებული რუსული საზენიტო დანადგარები გაანადგურა. 

მსგავსი სიახლეები