ბახმუტზე რუსეთის შეტევა თითქმის შეჩერდა - ბრიტანეთის დაზვერვა

სავარაუდოდ, რუსული ძალების უკიდურესი გამოფიტვის გამო, რუსეთის შეტევა ბახმუტზე თითქმის შეჩერდა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში 25 მარტს წერს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ოპერატიული აქცენტი ავდიივკაზე და კრემენნაია-სვატოვოს რეგიონზე გადაიტანა, სადაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას ახდენს.

ეს მიუთითებს, 2023 წლის იანვრიდან, ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსეთის უფრო თავდაცვით მოდელზე დაბრუნებაზე.

დაზვერვა აცხადებს, რომ ბახმუტის დაცვის დროს უკრაინასაც მძიმე დანაკარგები ჰქონდა.

ამასთანავე, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ვითარება, სავარაუდოდ, გაუარესდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და "ვაგნერს" შორის დაძაბულობის გამო, რომელიც ბახმუტის რეგიონში იბრძვის.

უკრაინა შეტევისთვის ემზადება

ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ სიტუაცია ბახმუტის რეგიონში ყველაზე რთულია, მაგრამ მისი სტაბილიზაცია შესაძლებელია უკრაინელი სამხედროების "ტიტანური ძალისხმევის" წყალობით.

მარტის დასაწყისში უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქალაქის ტერიტორიაზე შეტევას დაიწყებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით რუსეთის მთავარ ძალად "ვაგნერი" რჩება.

"ისინი არაფერს ზოგავენ, ამიტომ მნიშვნელოვან ძალას კარგავენ და იფიტებიან. ძალიან მალე ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, როგორც ეს თავის დროზე კიევთან, ხარკოვთან, ბალაკლეასთან და კუპიანსკთან გავაკეთეთ", - წერს სირსკი.

მსგავსი სიახლეები