რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი: სანქციებმა ფაქტობრივად მთელი ლოჯისტიკა დაარღვია
რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღების შემდეგ რუსეთში ლოჯისტიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ სანქციებმა რუსეთში "ფაქტობრივად მთელი ლოჯისტიკა დაარღვია", რის შედეგადაც რუსეთის ხელისუფლება იძულებულია "ახალი ლოჯისტიკური დერეფნები მოძებნოს".
საველიევმა ახსენა კასპიის მიმართულება და სამი პორტი ამ ზღვაში: ოლია, ასტრახანი და მახაჩკალა.
Медуза-ს ცნობით, უკრაინაში რუსული ჯარების ინტერვენციის შემდეგ, მსოფლიოში უმსხვილესმა კონტეინერების ოპერატორმა Maersk-მა რუსეთში ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო ლოჯისტიკურმა კომპანიებმა FedEx და UPS რუსეთში საქონლის მიწოდება შეწყვიტეს.
"გარდა ამისა, საზღვაო-სატრანსპორტო ხაზებმა ხაზებმა MSC, Hapag-Lloyd და Yang Ming შეაჩერეს გემების დაჯავშნა რუსეთის მიმართულებით. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მ და კანადამ დაკეტეს ცა რუსული თვითმფრინავებისთვის", - წერს გაზეთი.