რუსეთის უშიშროების ზოგიერთი წარმომადგენელი შოიგუს გადადგომას ითხოვს - Bloomberg
რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობის რადიკალური ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გადადგომას დაჟინებით ითხოვს.
ამის შესახებ Bloomberg 20 აგვისტოს, რუსული ელიტის ხუთ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ვითარებას იცნობენ.
გამოცემის ცნობით, ე.წ. "ქორები" დაჟინებით მოითხოვენ შოიგუს გადადგომას, მათ სრულმასშტაბიანი მობილიზაცია და რუსეთის ფედერაციაში საომარი მდგომარეობის შემოღება სურთ. ამასთან, სააგენტო არ ასახელებს რუსული აგრესიის გაძლიერების ინიციატორების ვინაობას.
როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, რუსული ელიტის ბევრი წევრი გააოცა ვლადიმერ პუტინის სუსტმა რეაქციამ ვაგნერის აჯანყებაზე და შემდგომში ევგენი პრიგოჟინის დასჯაზე უარის თქმაზე.
გამოცემის ორმა წყარომ განაცხადა, რომ აჯანყების მთავარი სამიზნეები - შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალენბის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი - კვლავ რჩებიან თავიანთ პოზიციებზე, მაგრამ პრიგოჟინის მცდელობამ სამართალდამცავ უწყებებში მათი გადადგომისადმი მხარდაჭერა გაზარდა.
ასევე, რუსეთის ფედერაციის ძალაუფლების ელიტაში ომში წარუმატებლობა უკმაყოფილებას იწვევს.
ამავდროულად, Bloomberg-ის ცნობით, შოიგუსა და გერასიმოვის თანამდებობიდან გადაყენების ნიშნები ჯერ არ არსებობს, ხოლო რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ აღარ უნახავთ.
უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალ მასობრივ მობილიზაციას ამზადებს.