ბერბოკი ახალ სანქციებზე: მზად ვართ მაღალი ეკონომიკური ფასი გადავიხადოთ

 

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გერმანია მზადაა რუსეთს სანქციები დაუწესოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს გერმანიის ეკონომიკაზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 7 თებერვალს, კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა ვიყო ძალიან მკაფიო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ დავგეგმეთ მთელი რიგი მკაცრი ზომები რუსეთის წინააღმდეგ.

ეს სანქციები უპრეცედენტოა და კოორდინირებულია ყველა პარტნიორთან. ჩვენ ასევე მზად ვართ გადავიხადოთ მაღალი ეკონომიკური ფასი, რადგან უკრაინის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ." - აღნიშნა ბერბოკმა.

გერმანია უკრაინას 2014 წლის ომის დაწყებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში 1,4 მილიარდ ევროზე მეტით დაეხმარა, მაგრამ ქვეყანა უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

გერმანიის ხელისუფლებამ ბალტიისპირეთის ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების უფლებაც არ მისცა, რომლებიც წარსულში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკუთვნოდა.

მსგავსი სიახლეები