რუსეთმა ბირთვული ტორპედოს გამოცდა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით გასულ კვირებში რუსეთი ბირთვული ტორპოდეს გამოცდას გეგმავდა, თუმცა ამის გაკეთება ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს

ტელეარხის ინფორმაციით საუბარია, ატომურ წყალქვეშა ნავ ბელგოროდზე რომელსაც ავტომატური წყალქვეშა ტრანსპორტისა და მათ შორის ტორპედოს გასროლა შეუძლია. 

გასულ კვირას რუსეთის ატომური ფლოტის ამ დაჯგუფების გემები ამერიკულმა დაზვერვამ არქტიკის ზღვიდან მუმდივი მიწერის პორტის გზაზე აღმოაჩინეს. მათ მიაჩნიათ, რომ ბირთვული ტორპედოს გამოცდა რუსებმა ტექნიკური სირთულეების გამო ვერ შეძლეს. 

ტელეარხთან საუბარში ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ამგვარი ტექნიკური სირთულეები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაში შექმნილი უფრო დიდ სურათზე მეტყველებს. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულ ტექნოლოგიურ სანქციები ეფექტურია და ეს სანქციები უნდა გაგრძელდეს".

ამერიკულ დაზვერვაში ამბობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა კვლავ სცადოს ტორპედოს გამოცდა, თუმცა ამისთვის დრო შეზღუდულია, რადგანაც მალევე არქიტიკის წყლები ყინულით დაიფარება. 

კონტექსტი

ამავდროულად მიუთითებენ, რომ რუსები არ აპირებდნენ უშუალოდ ბირთვული ასაფეთქებლის გამოყენებას, თუმცა ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში შესაძლო იყო რადიოაქტიური ნივთიერებების გამოტყორცნა. 

აშშ ყურადღებას პოსეიდონზე - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალი შეიარაღებაზე, რომელსაც შეუძლია როგორც ბირთვული, ასევე კონვენციური შეაიარაღების ტარება. 

მისი არსებობის შესახებ ვლადიმირ პუტინის 2018 წლის ყოველწლიური მიმართვიდან გახდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა არმიის ახალი ბირთვული შეიარაღება და "გაზრდილი შესაძლებლობები" წარმოადგინა. 

ბელგოროდი ამ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე გრძელი წყალქვეშა ნავია, რომელიც ფლოტს მიმდინარე წლის ივნისში გადაეცა. 

თავის მხრივ რუსეთის სახელმწიფო ბეჭდვითმა ოფიციალურმა უწყებამ TАСС-მა ტესტის ჩავარდნა, წყალქვეშა ნავზე კორონავირუსის გავრცელებით ახსნა. 

 

მსგავსი სიახლეები