რუსეთმა ირანთან საზღვაო ვაჭრობა საგრძნობლად გაზარდა - სატელიტური სურათები
რუსეთმა ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა გემების მოძრაობა კასპიის ზღვაში. კერძოდ, მნიშვნელოვნად მეტი გემია რუსეთისა და ირანის პორტებთან. ამას სატელიტური სურათები მოწმობს, რომელიც 24 ივლისს Texty-მ გამოაქვეყნა.
სურათებზე ნაჩვენებია გემების დაჯგუფება ვოლგა-კასპიის არხის მახლობლად ასტრახანის მიმართულებით, რომელიც თანამგზავრების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.
ასევე გემების რაოდენობა გაიზარდა ირანის ორ უდიდესი პორტის - ანზალისა და ამირაბადის მახლობლად.
ამავდროულად, მსგავსი ცვლილებები კასპიის სხვა ქვეყნების სანაპიროებზე არ ჩანს. აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პორტებში გადაზიდვები არ გაზრდილა. მცირე ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს მხოლოდ ყაზახეთის პორტი აქტაუს მახლობლად.
ირანი უკრაინაში რუსეთის აგრესიის აქტიური მხარდამჭერია. თეირანი ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების დრონებს და სხვა შეიარაღებას.