რუსეთმა კამიკაძე დრონების ახალი პარტია მიიღო - უკრაინის დაზვერვა
რუსეთმა უკრაინაზე ირანული კამიკაძე დრონებით თავდასხმები განაახლა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა 17 დეკემბერს განაცხადა.
იუსოვმა თქვა, რომ ეს არის Shahed-136-ების ახალი პარტია, მაგრამ ახლა რუსეთი დრონებს უფრო ეკონომიურად იყენებს.
"ეს არის ახალი პარტია, მაგრამ Shahed-136-ების თავდაპირველ მასიურ გამოყენებასთან შედარებით, რაოდენობა აშკარად უფრო მცირეა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, მასიური ტერორისტული სარაკეტო დარტყმის დროს [16 დეკემბერი] Shahed-136-ები არ გამოუყენებიათ". - განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, რუსეთმა გამოიყენა "ყველა სხვა ხელმისაწვდომი საშუალება".
იუსოვმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციას ჯერ არ გამოუყენებია ირანული ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობს.