რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევი და სხვა უკრაინული ქალაქები
რუსეთმა მორიგ ჯერზე დაბომბა უკრაინის სხვადასხვა რეგიონები, მათ შორის კიევის ორი რაიონი, როგორც ამას დასავლური მედია იტყობინება.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ორ რაიონში, რომელზეც იერიში მიიტანეს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
რუსეთის არმიის სამიზნე ხარკოვიც იყო, სადაც იერიში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს.
ამ ორი ქალაქის გარდა, არსებული ინფორმაციით, დაბომბვის ქვეშ ზაპოროჟია, ვინიცია და ლვივი მოყვა.
ვოლოდიმირ ზელინსკის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, "რუსი 'ლუზერები' აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას."
განხორციელებულ იერიშებზე, მოსკოვს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.