რუსეთმა ნავთობის მოპოვება დღეში 700 000 ბარელით შეამცირა - Bloomberg

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ გასულ თვეში ნავთობის მოპოვება დაახლოებით 700 000 ბარელით შეამცირა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, რომლებიც საჯარო არ არის, მწარმოებლები დღეში საშუალოდ 1.28 მლნ ტონა ნავთობს აწარმოებენ.

ეს 9.4 მილიონ ბარელზე მეტს უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ თვეში მხოლოდ ნედლი ნავთობის მოპოვების დღეში თითქმის 700 ათასი ბარელით შემცირება მოხდა.

ამას ემატება, რომ რუსეთში ნედლი ნავთობისა და გაზის კონდენსატის მთლიანი მოპოვება მარტში საშუალოდ 1.4 მლნ ტონას შეადგენდა.

შედეგად, საერთო შემცირება დღეში საშუალოდ 740 000 ბარელი იყო.

თუმცა, ეს მაჩვენებელი არ შეესაბამება მარტის საზღვაო ექსპორტისა და შიდა გადამამუშავებელ ქარხნებში მიწოდების მონაცემებს, რაც ზრდის გაურკვევლობას იმის შესახებ, თუ რამდენ ნავთობს აწარმოებს რუსეთის ფედერაცია რეალურად.

საუდის არაბეთმა და OPEC+-ის სხვა ქვეყნებმა 2 აპრილს განაცხადეს, რომ დღეში დაახლოებით 1.16 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებას გეგმავდნენ.

G7-ის ქვეყნების მიერ მისთვის ფასის ზღვრის შემოღების საპასუხოდ, რუსეთმა ნავთობის მოპოვების დღეში 500 000 ბარელით შემცირება გამოაცხადა, რასაც ბაზარზე ფასისზრდა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები