რუსეთმა ქერჩის ხიდის დასაცავად S-500-ის ტიპის ახალი კომპლექსი განათავსა - ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, რუსეთმა, ქერჩის ხიდის სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად, S-500-ის ტიპის უახლესი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის ელემენტები გადაისროლა. 

"ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ძლიერდება. ეს ცხადი და გასაგებია. S-500-ი სისტემის ელემენტები უკვე გამოჩნდა. ეს, პრინციპში, მათი ექსპერიმენტული გამოყენება იქნება" - განაცხადა ბუდანოვა. 

სამხედრო დაზვერვის უფროსის თქმით, ოკუპანტები აგრძელებენ ქერჩის ხიდის გამოყენებას დაჯგუფებების და სხვა სახის ტვირთების გადასატანად.

"ქერჩის ხიდი ყოველთვის გამოიყენებოდა და გამოიყენება, და, სანამ ის იარსებებს, მათ გამოიყენებენ. ის, რომ ძირითადი ტვირთების გადასატანად ბორნებსაც იყენებენ , სიმართლეა, მაგრამ ხიდის გამოყენებითაც ხდება პირადი შემადგენლობის გადასროლა და ტვირთების გადატანა. სამხედრო დანიშნულების ტვირთების რაოდენობა შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ პირადი შემადგენლობისთვის - ეს ძირითადი გზაა" - განაცხადა ბუდანოვმა.

რუსული უახლესი С-500 "Прометей"-ი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსია.

კომპლექსის ძირითად ამოცანას მოწინააღმდეგის ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლა წარმოადგენს, თუმცა, კონსტრუქტორების განცხადებით, მას ასევე შეუძლია ზებგერით და ფრთოსანი რაკეტებს, თუ თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებაც.

"სისტემა იქნება სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტი" - განაცხადა რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ. 

2021 წლის მაისს, პუტინის განცხადებით, უნდა მოხდეს საჰაერო-კოსმოსური ძალების გადაიარაღება და არსებული სისტემების 70% უნდა ჩაანაცვლოს С-400-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებმა. რიგში კი, С-500-ების მიწოდებაა, რომლებიც ტესტირებებს გადიან.

კონტექსტი

მას შემდეგ, რაც უკრაინამ აშშ-სგან $61 მილიარდიანი სამხედრო დახმარება მიიღო, სულ უფრო და უფრო გახშირდა საჰაერო იერიშები ოკუპირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო აეროდრომებთან თუ ქალაქებთან გაშლილ რუსულ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე.

მხოლოდ მიმდინარე კვირაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, იერიშები მიიტანა ჯანკოიში, ჩერნომორსკოეში, ევპატორიაში, ბელბეკსა და სევასტოპოლში განლაგებულ C-300-ის და C-400-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე. 

 

 

მსგავსი სიახლეები