რუსეთმა უკრაინაში შეჭრის საბაბად შესაძლოა ყალბი ვიდეო გამოიყენოს - NYT

 

აშშ-ის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი შესაძლოა ფიქრობდეს ყალბი ვიდეოს გამოყენებას, როგორც პრეტექსტს უკრაინაზე თავდასასხმელად. არსებული ინფორმაციით, ვიდეო შესაძლოა შეიცავდეს ეთნიკურ რუსებსა ან რუსულენოვანი მოქალაქეების მკვლელობა ან/და წამებას უკრაინელი სამხედროების მიერ. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times-თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ფალსიფიცირებული ვიდეოს გამოქვეყნება რუსეთს მისცემს საშუალებას ააგოროს კამპანია რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდისა და შევიწროების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს ფორმალურ მიზეზს ოფიციალურად, სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართონ რუსეთის ფედერაციას. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს თავდასხმის საბაბის ფაბრიკაცია",- განაცხადა ჯონ კირბიმ.

ამასთანავე, ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთის მხრიდან ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების კამპანია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციული მანქანის ერთ-ერთი ყველაზე ძველი გზავნილია. 

მათ შორის, სწორედ იმავე ფორმალური მიზეზებია მოყვანილი დუმაში შეტანილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს. 

 

 

მსგავსი სიახლეები