რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო

 

რუსეთ უკრაინიდან დიპლომატების და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს უკრაინაში განთავსებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ევაკუაცია", - ნათქვამია МИД-ის განცხადებაში. 

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული რუსეთის საელჩოს და საკონსულოების შენობები ხარკოვში, ლვოვსა და ოდესაში არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. 

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, პუტინის მიერ დონეცკის და ლუჰანსკის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, კიევი მოსკოვთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტაზე მსჯელობს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მომმართეს, რომ განვიხილო უკრაინის და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი." - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინამ მოსკოვიდან საქმეთა დროებითი რწმუნებული კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები