რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინიმუმ 20 ფილტრაციის ბანაკი შექმნა
რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინიმუმ 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხე შექმნეს. ამის შესახებ ვენაში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში ევგენ ციმბალიუკმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"ჯერ კიდევ ბევრი ადგილია, სადაც დანაშაული არ წყდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხეა", - განაცხადა მან.
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იმ საშინელებათა შესახებ, რაც იქ ხდება. ამიტომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი, რათა ეს ციხე მთელ უკრაინაში არ გავრცელდეს", - თქვა ციმბალიუკმა.
ციმბალიუკმა ისაუბრა წამების, გენდერული ძალადობის, გატაცებების შემთხვევებზე, რაც გახდა "რუსული პოლიტიკის ნაწილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების თავისუფლების აღკვეთის მიზნით".
"ჯერჯერობით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები, უფლებადამცველების თქმით, ლიდერები არიან უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ გატაცებების რაოდენობით", - თქვა დიპლომატმა.