რუსეთმა ზაპორიჟიის რეგიონის თავდაცვა გააძლიერა - ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ შეშფოთებულია ფრონტის ხაზიდან მოშორებული ნაწილების დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ ფოკუსირებულია ცენტრალურ დონბასზე. ამას ადასტურებს ზაპორიჟიისა და ლუჰანსკის რაიონებში თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა და ამ რეგიონებში პერსონალის გადაყვანა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, გააძლიერეს თავდაცვითი პოზიციები ზაპორიჟიის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებით სოფელ ტარასოვკას მახლობლად, რაც სატელიტური ფოტოებითაც დასტურდება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი გარღვევა ზაპორიჟიაში "სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსული" სახმელეთო ხიდის ეფექტურობას, რომელიც რუსეთის ფედერაციის როსტოვის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმს აკავშირებს, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ლუჰანსკის რეგიონში "კიდევ უფრო მეტად უთხრის ძირს რუსეთის დეკლარირებულ სამხედრო მიზანს დონბასის "განთავისუფლების" შესახებ.
"ამ საფრთხეებიდან რომელს დაუპირისპირდნენ პირველად, ალბათ ერთ-ერთი მთავარი დილემაა რუსი ოპერაციის დამგეგმავებისთვის." - წერს დაზვერვა.