რუსეთს რაკეტების მარაგის აღსადგენად 5 წელი დასჭირდება - მედია
რუსეთის ფედერაციას 5 წელი დასჭირდება ზუსტი მართვადი რაკეტების ომამდელი მარაგის აღსადგენად. ამის შესახებ "უკრაინსკა პრავდას" სამართალდამცავი უწყებებიდან ანონიმურმა თანამოსაუბრემ განუცხადა.
"მათ 5 წელი დასჭირდებათ მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით არსებული მარაგის აღსადგენად. სანქციები მათ კომპონენტების გარეშე ტოვებს", - ამბობს ის.
წყარომ განმარტა, რომ რუსები მაინც ახერხებენ ძველი მარაგებიდან მცირე რაოდენობით რაკეტების წარმოებას, მაგრამ "ეს არის განსხვავებული ტარიფები და მოცულობა".
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რვათვიანი სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 4500-მდე რაკეტა გამოიყენა.