რუსეთში საკონტრაქტო სამსახურში ნასამართლევი პირების დაშვება სურთ
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს უფლებას წარსულის მქონე მოქალაქეების აძლევს. ამ ინფორმაციას Радио Свобода ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თითქოს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის პერიოდში, გამოვლინდა მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელთაც სურდათ სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის დაწყება, მაგრამ ვერ ხელშეკრულება ვერ გაფორმდა."
კანონპროექტით შემოთავაზებულია ცვლილებების შეტანა "მობილიზაციისა და სამობილიზაციო მომზადების შესახებ" და "სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" მოქმედ კანონებში, ასევე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში.
თუ კანონი დამტკიცდება, რუსეთი დაუშვებს პატიმრების შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მიღებას, რაც ახლა ოფიციალურად აკრძალულია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეკრუტირებული პატიმრები და სხვა მსჯავრდებული მოქალაქეები სამხედრო სარდლობის მოთხოვნით ან მათი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდებიან სასჯელისგან ან ნასამართლევობისგან.
ასევე, კანონპროექტი გულისხმობს მობილიზაციის ან საომარი მოქმედებების პერიოდში ჯანმრთელობის მიზეზების გამო ნაწილობრივ ვარგისიანად აღიარებული მოქალაქეების საკონტრაქტო სამსახურში ჩართვას.