რუსეთს უკრაინაში საომრად პალესტინელები მიჰყავს - მედია

რუსეთი წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად პალესტინელებს იწვევს. ამის შესახებ The Media Line თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

რუსულ ჯარში მიღებისთვის პალესტინელებს თვეში 350 დოლარს უხდიან. წყარომ განაცხადა, რომ რეკრუტირება ლიბანში პალესტინის საელჩოსთან დაკავშირებულმა აქტივისტებმა დაიწყეს. გარდა ამისა, რეკრუტირებაში ჩართულია ლიბანური რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლა". ეს ხელს უწყობს ისეთი პალესტინელების პოვნას, რომლებსაც ქალაქებში პარტიზანული ომის გამოცდილება აქვთ.

დაქირავებულთა უმეტესობა 1969 წლის შემდეგ დაიბადა, რადგან უფრო ადრე დაბადებულებს ლიბანის ხელისუფლება სათანადო რეგისტრაციის უფლებას არ აძლევს.

პალესტინელების უმეტესობა, ვინც დათანხმდა საბრძოლველად წასვლას, აინ ალ-ხალვადან, ლიბანში არსებული პალესტინელ ლტოლვილთა უდიდესი ბანაკიდანაა. ლიბანელმა მკვლევარმა რიად კაჰვაჯიმ მედიას განუცხადა, რომ მას "არ გაუკვირდა" ამ მამაკაცების თანხმობა, რადგან ბანაკში ახალგაზრდებისთვის სამუშაო არ იყო.

The Media Line-ის ცნობით, რუსეთი პალესტინელებს ფრონტის ხაზზე აგზავნის. საერთო ჯამში, 300-მდე ადამიანი დაჩქარებული სწავლებების შემდეგ ფრონტზე უკვე გაგზავნეს, კიდევ 100 გასაგზავნად ემზადება.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, რუსეთი დაქირავებულებს სირიაში ეძებს. ამას "ვაგნერი" აკეთებს.

ასევე სირიის რეგულარული ჯარები ემზადებიან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის თვეში 500-700 დოლარამდე იღებენ, რაც სირიის სტანდარტებით მაღალი ხელფასია.

მსგავსი სიახლეები