რუსეთში დაკავებულმა ჟურნალისტმა ოჯახს რუსულ ენაზე წერილი მისწერა

The Wall Street Journal-ის ამერიკელმა ჟურნალისტმა ევან გერშკოვიჩმა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მშობლებს წერილი მისწერა.

ამის შესახებ 14 აპრილს The Wall Street Journal წერს.

"მინდა ვთქვა, რომ იმედს არ ვკარგავ. ვკითხულობ. ვვარჯიშობ. და ვცდილობ დავწერო. იქნებ საბოლოოდ რამე კარგი დავწერო", - ნათქვამია მოკლე ორგვერდიან შეტყობინებაში.

5 აპრილის ხელნაწერი წერილი გერშკოვიჩის პირველი პირდაპირი კონტაქტია ოჯახთან მას შემდეგ, რაც რუსეთში ორ კვირაზე მეტი ხნის წინ დააკავეს.

წერილი რუსულად იყო დაწერილი, რომელზეც ის სახლში მშობლებთან ერთად საუბრობს (ორივე საბჭოთა ემიგრანტები არიან). მისმა დედამ, ელა მილმანმა, თქვა, რომ გერშკოვიჩი წერილით მშობლების მხარდაჭერას და ხუმრობებით ოჯახის გამხიარულებას ცდილობდა.

"დედა, შენ, სამწუხაროდ, კარგია თუ ცუდია, კარგად მომამზადე ციხის საჭმელისთვის. დილით საუზმეზე ცხელ შვრიის ფაფას ან ხორბლის ფაფას გვაძლევენ. ჩემი ბავშვობა მახსენდება", - წერს ის.

მსგავსი სიახლეები