რუსეთში "ექსტრემიზმის გამართლებისთვის" ხუთწლიანი პატიმრობის შემოღება სურთ
რუსეთის სახელმწიფო დუმაში წარადგინეს კანონპროექტი, რომლითაც "ექსტრემიზმის პროპაგანდისა და იდეოლოგიური გამართლებისთვის" სისხლისსამართლებრივი სასჯელი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.
კანონპრექტის ინიციატორი დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევია.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლში ("საჯარო მოწოდებები ექსტრემისტული საქმიანობისთვის") ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა ანა კუზნეცოვამ, პიოტრ ტოლსტოიმ, ანდრეი კარტაპოლოვმა და ერნესტ ვალეევმა წარადგინეს.
პისკარევმა კი "ექსტრემიზმის პროპაგანდის" 300 000 რუბლამდე ჯარიმით ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯა მოითხოვა.
დეპუტატი თვლის, რომ კიდევ ერთი მუხლი ხელს შეუწყობს ბავშვებში ექსტრემიზმისა და დესტრუქციული იდეოლოგიის გავრცელების თავიდან აცილებას.
რუსეთში ამჟამად მოქმედებს მსგავსი კანონი - "ტერორიზმის გამართლების შესახებ." მას რეპრესიული მიზნებისთვის უკვე იყენებენ.
ამ მუხლით, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი მიხაილ კრიგერი და ვორონეჟის მკვიდრი ნადეჟდა ბელოვა "ტერორიზმის გამართლებისთვის" გაასამართლეს, რადგან მათ არხანგელსკის ФСБ-ს შენობაზე თავდასხმა მოიწონეს.