რუსეთში გერმანიის ექსპორტი განახევრდა

მაისში რუსულ ბაზარზე გერმანიის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით განახევრდა, წერს გერმანიის სტატისტიკის ფედერალური უწყება.

ჯამში გასულ თვეში გერმანიიდან რუსეთში ექსპორტმა 1,1 მილიარდი ევრო შეადგინა.

რუსეთი გერმანიისთვის ევროკავშირის გარეთ მნიშვნელობით მეათე საექსპორტო ბაზარია.

შედარებისთვის, თებერვალში რუსეთი მეხუთე ადგილს იკავებდა.

გერმანიის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს აშშ წარმოადგენს, სადაც 13,6 მილიარდი ევროს გერმანული საქონელი ხვდება.

ბერლინი წლების განმავლობაში მოსკოვის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად ითვლებოდა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მკვეთრად შემცირებას გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები