რუსეთში კორონავირუსის 168 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა, 168 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 682 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის შრომის სამინისტრომ კომპანიებს მოუწოდა მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე.

ქვეყნის ხელისუფლება სავალდებულო იზოლაციის გაუქმებას გეგმავს იმ პირებისთვის, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ. 

რუსეთის მოსახლეობის 48.6% სრულად აცრილია.

პანდემიის დაწყებიდან რუსეთში ოფიციალური სტატისტიკით კორონავირუსით 327 000 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს რუსეთის მოსახლეობა მილიონზე მეტი ადამიანი შემცირდა, რაც 1991 წლიდან მოსახლეობის ყველაზე დიდი კლებაა.

მსგავსი სიახლეები