რუსეთში კორონავირუსით დღიური გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა
კვირას რუსეთში კორინავირუსით 890 ადამიანი დაიღუპა.
წინა კვირაში, ზედიზედ 5-ჯერ დაფიქსირდა ვირუსით გარდავალების რეკორდული რიცხვები. პარასკევს ლეტალობა 887 იყო.
გარდა ამისა, კვირას ინფიცირების 25 769 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2021 წლის ყველაზე დიდი რაოდენობაა, თუმცა, ხელისუფლება დამატებით შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს.
რუსეთის მთავრობამ სცადა რესტორნებსა და ბარებში ვაქცინაცია ან ნეგატიური ტესტის პასუხი სავალდებულო გაეხადა, თუმცა, ბიზნესის მხრიდან უარყოფითი რეაქციის გამო ეს ინიციატივა ძალაში არ შევიდა.
რუსეთის მოსახლეობის 28% სრულად აცრილია.