რუსეთში ომიკრონ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

 

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ომიკრონ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

TASS-ის ცნობით, ომიკრონ შტამი სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდასტურდათ.

რუსეთმა სამხრეთ აფრიკიდან ქვეყანაში შესვლა უცხოელებს აუკრძალა, მისი მოქალაქეებისთვის კი 14 დღიანი კარანტინი დააწესა.

გასულ კვირაში, გამალეიას ინსტიტუტში რუსული ვაქცინის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ისინი აცრის განვითარებაზე იწყებენ მუშაობას, რომელიც ადამიანებს ომიკრონ ვარიანტისგანაც დაიცავს.

პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა მოქალაქეების მხოლოდ 40% არის სრულად აცრილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები