რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა პირველად 1999 წელს დაიკავა, არჩევნებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია.

რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სახელმწიფო დუმაში წარმოდგენილ პარტიებსა და რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოების 1/3-ს შეუძლიათ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უპარტიო კანდიდატს კი ფედერაციის შემადგენელი სუბიექტებიდან მინიმუმ 300 000 ხელმოწერა სჭირდება.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მოსკოვის რეგიონის მუნიციპალური საბჭოს წევრმა, ბორის ნადენჟინმა და ჟურნალისტმა ეკატერინა დუნცოვმა გამოთქვეს.

ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, კენჭისყრაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიასა და ხერსონის რეგიონების მაცხოვრებლები.

რუსეთის კონსტიტუციაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებები, ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს, რომ 2024 წელს ვადის გასვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ 2-ჯერ მიიღოს.

მსგავსი სიახლეები