რუსეთში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცენზურა გამოცხადდა

 

რუსეთის მედიის კონტროლის უწყებამ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ახალი ამბების გავრცელებაზე ცენზურა გამოცხადდა. 

როსკომნადზორმა მედიები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მხოლოდ რუსეთის ოფიციალური უწყებების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება დაავალდებულა. 

როსკომანდზორის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ "მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მედიები დაჯარიმდებიან 5 მილიონი რუბლით, ასევე შესაძლოა ასეთი მასალების ბლოკირებაც."

__________________________________________________

რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში. 

ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.

ოდესაში და აზოვის ზღვის ნაპირზე რუსეთის ფლოტმა სადესანტო ოპერაციები დაიწყო. 

დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები. 

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგერიებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ. 

 

მსგავსი სიახლეები