რუსი კოლაბორანტი სტრემოუსოვი ავარიაში მოკვდა - რუსული მედია
ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი ავტო ავარიაში მოკვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე რუსული მედია ერთდროულად ავრცელებს.
თავდაპირველად სტრემოუსოვის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია პროპაგანდისტულმა ტელეგრამ არხმა, Readovka-მ გაავრცელა.
მალევე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სტრემოუსოვის გარდაცვალება RT-მაც დაადასტურა. სტრემოუსოვის გარდაცვალების ადასტურებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსი სამხედრო კორესპონდენტი, სიმიონ პეგოვიც.
პეგოვის თქმით, სტრემოუსოვის მანქანა ავარიაში ხერსონთან ახლოს გენიჩენსკში მოხვდა, თავად კოლაბორანტი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი გადარჩა.
უკრაინული მხარეს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
მასალა განახლებადია.