რუსი კომუნისტები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას სთხოვენ
რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, ვლადიმირ პუტინმა აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები.
შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია.
"ამგვარი აღიარება შექმნის მყარ საფუძვლებს ადგილობრივების დაცვისთვის და მათ მიმართ განზრახული გენოციდის პოლიტიკის შესაჩერებლად",- ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორი 11 კომუნისტი დეპუტატია, მათ შორის კომუნისტური ფრაქციის თავმჯდომარე დუმაში, გენადი ზიუგანოვი.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გამოცდილებაც. ორი ქართული სეპარატისტული რეგიონის აღიარების შესახებ კანონპროექტი დუმაში 2008 წლის გაზაფხულზე შევიდა.
აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება სწორედ ამ კანონპროექტზე დაყრდნობით მოხდა.