რუსი ნეონაცისტები მხარს უჭერენ რუსეთის "ანტი-ნაცისტურ" ომს უკრაინაში

უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას ასობით სხვა ორგანიზაციასთან ერთად, მხარი დაუჭირა რუსეთის უძველესმა ფაშისტურმა ორგანიზაციამ. 

როგორც ჩანს ალექსანდრ ბარკაშოვის მიერ დაარსებული ორგანიზაციას, რუსულ ეროვნულ ერთობას არსებობა არ შეუწყვეტია - როგორც მინიმუმ, როსტოვში. 

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსული არმიის მხარდასაჭერად რუსმა ნეონაცისტებმა ფოტო-გამოფენაც დააორგანიზეს, რომლის მთავარი მიზანიც იყო მოეყოლა "ნატოს მრავალწლიან ომზე სლავური ხალხების წინააღმდეგ".

ადგილობრივი ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში რუსი ნეონაცისტები ამბობენ, რომ მათ საბრძოლო გამოცდილება სხვადასხვა კონფლიქტურ წერტილებში მიიღეს და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დონბასში მოხალისეებადაც გაემგზავრონ. 

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამართლების ერთ-ერთ არგუმენტად კრემლმა კიევური რეჟიმისგან მომდინარე ნეო-ნაცისტური საფრთხე დაასახელა. 

ხოლო, როგორც რუსეთში უწოდებენ "უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი უკრაინის დენაციფიკაციაა. 

საინტერესოა ისიც, რომ უკრაინის რადაში არ არის არცერთი ულტრამემარჯვენე პარტია, ასეთი შეხედულებების ადამიანები არ არიან წარმოდგენილები უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. 

მსგავსი სიახლეები