რუსი ნობელიანტები: კრემლმა „მემორიალი“ არ უნდა დახუროს

 

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ორმა ლაურეტმა, მიხეილ გორბაჩოვმა და დმიტრი მურატოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთის პროკურატურას მოუწოდებენ, არ დახუროს გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალი“.

საჯარო წერილში საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერმა გორბაჩოვმა და „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა მურატოვმა განაცხადეს, რომ „მემორიალის“ საქმიანობა რუსეთის საზოგადოებას და სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება.

„მემორიალი ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ესწრაფვის, საბჭოთა რეპრესიების ასობით ათასი მსხვერპლის შესახებ მეხსიერებას ინახავს, რითაც ამგვარი მოვლენების მომავალში თავიდან აცილებას უწყობს ხელს“, - წერენ ლაურეატები.

11 ნოემბერს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის მოთხოვნით მიმართა.

 


დამოუკიდებელ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი უფლებადამცველი ორგანიზაცია 2016 წელს  „უცხოეთის აგენტებისსიაში შეიყვანეს, რაც სხვადასხვა სამართლებრივ შეზღუდვის დაწესების საფუძველი გახდა.

„მემორიალი“, როგორც უფლებადამცველების მოძრაობა, 1980-იან წლებში, „პერესტროიკის“ ხანაში დაფუძნდა.

 

 

მსგავსი სიახლეები