რუსი ტყვე: გვიბრძანეს ხარკოვის სამ დღეში აღება
რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობა ხარკოვის სამ დღეში აღებას გეგმავდა. ამის შესახებ დაკითხვაზე რუსმა ოკუპანტმა ტყვემ განაცხადა, რომლის ვიდეოც 9 მარტს ფეისბუქზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) გაავრცელა.
რუსეთის ფედერაციის სხვა სამხედრო ტყვეებისგან განსხვავებით, აღნიშნულმა ტყვემ აღიარა, რომ თავიდანვე იცოდა, რომ მიდიოდა არა "წვრთნებზე", არამედ უკრაინასთან ომში.
"იყო ბრძანება სამ დღეში აგვეღო ქალაქი, დაგვეკავებინა ყველა მთავარი გზა, გადაგვეკეტა სამოქალაქო გასასვლელები და ქალაქი ხარკოვი. ასევე ნებადართული იყო ცეცხლი გაგვეხსნა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის", - თქვა დაკავებულმა ოკუპანტმა.
მისი თქმით, ოკუპანტების ოცეულიდან მხოლოდ ის და კიდევ ერთი ჯარისკაცი გადარჩნენ და დანებება გადაწყვიტეს.