რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის რამდენიმე დასახლება დაიკავეს

ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გენიჩენკოს ოლქში, ლოკალური ხელისუფლების სტრუქტურები მთლიანად რუსი ოკუპანტების კონტროლ ქვეშაა. 

უკრაინის შეიარაღებულმა დაკარგეს კონტროლი კახოვკის რაიონის ნაწილებზეც, რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე ქალაქ ახალი კახოვკას ცენტრში დგას. 

რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს ჰიდროელექტროსადგური და ჩრდილო-ყირიმის არხზე გადასასვლელები. ამ დროისთვის ადგილზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. 

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ხერსონშივე რუსი ოკუპანტების კონტროლს დაექვემდებარა დასახლებული პუნქტი ოლეშკი. 

 

მსგავსი სიახლეები