რუსმა ოკუპანტებმა ლვოვი დაბომბეს
26 მარტს რუსეთის ჯარებმა ლვოვი დაბომბეს. ამის შესახებ ფეისბუქზე ქალაქის მერმა ანდრი სადოვიმ განაცხადა.
"მოფრინდა ლვოვში. ველოდებით ინფორმაციას [რეგიონული] სამხედრო ადმინისტრაციისგან. გთხოვთ, არ გაავრცელოთ ფოტო/ვიდეო. დარჩით თავშესაფრებში", - წერს ის.
დამატებითი ინფორმაცია Telegram-ზე ლვოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ გაავრცელა.
"16:30 საათზე ლვოვის მახლობლად სამი ძლიერი აფეთქება მოხდა კრივჩიცის მიმართულებით, ახლა გაისმა განგაში საჰაერო თავდასხმის გამო, ამიტომ ყველამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და დარჩეს თავშესაფრებში", - წერს ის.
მისი თქმით, დაშავდა ხუთი ადამიანი.
კოზიცკიმ ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაწერონ დაბომბვის ადგილების შესახებ და არ გადაიღონ ისინი.